ტრამპმა ბაიდენის თეთრს სახლში მიწვევა მიიღო

ტრამპი

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო. ისინი თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ახლად არჩეული აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის სპიკერის ინფორმაციით შეხვედრა მალე გაიმართება, თუმცა უცნობია ზუსტი თარიღი.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ტრამპს გამარჯვების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა, არჩევნების მოგება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.