ტრამპის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკული კომპანიები რუსეთში დაბრუნდებიან

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, თუ მოსკოვთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მოხერხდება, ამერიკულ კომპანიებს რუსეთში დაბრუნების საშუალება მიეცემათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ნათელია, რომ არსებობს მოლოდინი, რომ, თუ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, თქვენ შეძლებთ ამერიკული კომპანიების დაბრუნებას და იქ [რუსეთში] ბიზნესის წარმოებას. ვფიქრობ, ყველა ჩათვლის, რომ ეს იქნება დადებითი, კარგი მოვლენა“, - განაცხადა უიტკოფმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე ძალიან ახლოს არის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს დაასრულებს.