ტრამპი-ზელენსკის 3-საათიანი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო ელოდა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

კო

 ტრამპი ზელენსკის 3-საათიანი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო ელოდა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეუთანხმებელია მთავარი - ტერიტორიების დათმობის საკითხი, 20-პუნქტიანი დოკუმენტიდან 90 პროცენტი კი - მხარეებისთვის მისაღები.

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გამართეს ვიდეოკონფერენცია ევროპელ ლიდერებთან. შეხვედრამდე კი, ცნობილია, რომ ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას აღდგენის პროცესში დაეხმარება.

ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ შეუძლია, ჩაატაროს რეფერენდუმი სამშვიდობო გეგმის ნებისმიერ პუნქტზე და საზოგადოებამ თავად აირჩიოს ტერიტორიული საკითხების გადაჭრის გზა.