ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეუძლია, ჩაატაროს რეფერენდუმი სამშვიდობო გეგმის ნებისმიერ პუნქტზე და საზოგადოებამ თავად აირჩიოს ტერიტორიული საკითხების გადაჭრის გზა

კი

 ტრამპი ზელენსკის 3-საათიანი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო ელოდა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეუთანხმებელია მთავარი - ტერიტორიების დათმობის საკითხი, 20-პუნქტიანი დოკუმენტიდან 90 პროცენტი კი - მხარეებისთვის მისაღები.

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გამართეს ვიდეოკონფერენცია ევროპელ ლიდერებთან. შეხვედრამდე კი, ცნობილია, რომ ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას აღდგენის პროცესში დაეხმარება.

ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ შეუძლია, ჩაატაროს რეფერენდუმი სამშვიდობო გეგმის ნებისმიერ პუნქტზე და საზოგადოებამ თავად აირჩიოს ტერიტორიული საკითხების გადაჭრის გზა.

"თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონსა და ჩვენს ხალხს. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე. რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. ეს მათი მიწაა და ეს ჩვენი მიწა იყო მრავალი თაობის მანძილზე", - აცხადებს ზელენსკი.