მედია: თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან შეტაკებისას 7 პოლიციელი დაიჭრა

ხხ

 თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, იალოვას პროვინციაში, „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო მებრძოლებთან შეტაკებისას შვიდი თურქი პოლიციელი დაიჭრა.

სახელმწიფო მაუწყებლის, TRT Haber-ის ცნობით, სამართალდამცველები ქალაქ იალოვასთან მდებარე სახლში ატარებდნენ სპეცოპერაციას, სადაც სავარაუდოდ, ტერორისტები იმალებოდნენ.

ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა პოლიციას ცეცხლი ოპერაციის დაწყებისთანავე გაუხსნეს. მხარდაჭერისთვის ადგილზე ბურსას პროვინციიდან პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები გაიგზავნა.

გასულ კვირას თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 115 სავარაუდო წევრი დააკავეს. ოფიციალური პირების თქმით, ისინი ქვეყანაში შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.