1743537968
ტრამპი: თუ ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ გარიგების გადახედვა სურს, მას დიდი პრობლემები ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებული გარიგების გადახედვა სურს, მას დიდი პრობლემები ექნება.
„ჩვენ უკვე შევათანხმეთ გარიგება იშვიათი წიაღისეულის შესახებ, ახლა ის [ზელენსკი] გვეუბნება: „იცით, უნდა გადავხედო შეთანხმებას“. მას ნატოში გაწევრიანება სურს. ის ვერასდროს გახდება ნატოს წევრი. მას ეს ესმის, ამიტომ, თუ მას გარიგების გადახედვა სურს, მას დიდი პრობლემები ექნება“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-თან ხელმოსაწერი იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ტექსტი გავრცელდა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და მას ქვეყნისთვის არა სასარგებლო უწოდეს.