ტრამპი, შესაძლოა, აპრილში ჩინეთს ეწვიოს - ჩინური მედია

ტრამპი სინძიპინი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, აპრილში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდეს, – ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

„ორივე ქვეყნის პრეზიდენტს სურს, რომ მეორე მხარემ განახორციელოს ვიზიტი, რათა ეს დიპლომატიურ გამარჯვებად წარმოაჩინოს, მაგრამ წყაროების თქმით, საწყისი დისკუსიები ტრამპის ჩინეთში ვიზიტის გარშემო მიმდინარეობდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად შორს არის წასული განხილვები პოტენციური ვიზიტის შესახებ“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ტრამპი პეკინთან შეთანხმების დადებაზეა ორიენტირებული.

შეგახსენებთ, ტრამპმა თებერვალში განაცხადა, რომ სურდა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან და რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, რათა განეხილათ თავდაცვის ხარჯების შემცირება.