მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურობის მოყვარულთათვის - რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

ხრიკები

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.

„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.