ტრამპი: რუსეთს უპირატესობა აქვს, მათ დაახლოებით 2 500 უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს და ეს არ არის კარგი

დონალდ ტრამპი

რუსეთს უპირატესობა აქვს, მათ დაახლოებით 2 500 უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს და ეს არ არის კარგი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

„ვფიქრობ, შესანიშნავი სატელეფონო საუბარი გვქონდა [ვლადიმირ პუტინთან], თითქმის ორი საათი გაგრძელდა, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მშვიდობის მიღწევაზე. სხვა რამეებზეც ვისაუბრეთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა უკრაინისთვის დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია, დახმარებაზე საერთოდ არ გვისაუბრია. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არ განგვიხილავს.