ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა, მათ შორის ეკონომიკური ექნება.
მისი თქმით, შესაძლოა, ამ სიას ირანიც დაემატოს.
„რესპუბლიკელები იღებენ კანონპროექტს, რომელიც ძალიან მკაცრია. ეს არის სანქციების დაწესება ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს. მათ შეიძლება, ირანიც დაამატონ. მათ ეს შევთავაზე. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთი ამერიკელი სენატორი კვლავ ცდილობს, ტრამპის მაგიდასთან წარადგინოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ორპარტიული სანქციების შესახებ კანონპროექტი. მათივე ცნობით, კანონპროექტი ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ და სანქციებს დაუწესებს საერთაშორისო ფირმებს, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან საქმიანი ურთიერთობებს დაამყარებენ.