ინდონეზიაში მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი, დაკარგულად ითვლება

ინდონეზია

ინდონეზიაში მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი, დაკარგულად ითვლება.

„როიტერის“ ინფორმაციით, სტიქია იავის პროვინციის ორ რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია.

ქვეყნის სტიქიის პრევენციის სააგენტოს ცნობით, მეწყერმა სულ მცირე ათი სახლი გაანადგურა. მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ის ფაქტი ართულებს, რომ ადამიანები 3-დან 8 მეტრამდე სიღრმეში არიან.

როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში წვიმების სეზონი სექტემბერში დაიწყო და სავარაუდოდ აპრილამდე გაგრძელდება, რაც ექსტრემალური ნალექებისა და წყალდიდობის რისკებს ზრდის.