ტრამპი: პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა სრული კრახით დასრულდა

დონალ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინიციატივა სრული კრახით დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თომას მესის გარდა, ყველა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჰეგსეტის მხარდასაჭერად მისცა ხმა.

„ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა სრული კრახით დასრულდა! თომას მესის გარდა, რომელიც წარუმატებელია, ყველა რესპუბლიკელმა პიტის მხარდასაჭერად მისცა ხმა. ვენესუელასა და ირანში მიღწეულმა გამარჯვებებმა, სამხედრო სამსახურში რეკრუტირების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლებმა (სამხედრო სამსახურში მოხვედრის მსურველთა გრძელი რიგებია!) და არმიაში აქამდე იშვიათად ნანახმა სულისკვეთებამ დიდი ამერიკელი პატრიოტის უდანაშაულობა დაამტკიცა. დემოკრატები კვლავ განაგრძობენ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ისინი უნდა შევაჩეროთ! გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი!“, – წერს ტრამპი.

✕