„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
ლენინგრადის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია სამი ადამიანი, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ღამის განმავლობაში რეგიონში დაახლოებით 150 დრონი ჩამოაგდეს.
მისი თქმით, ლენინგრადის ოლქზე განხორციელებული თავდასხმა წლის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური იყო. დრონებით თავდასხმის შედეგად უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ასევე ავარიულად გაითიშა ქვესადგური.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალი ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა. პულკოვოს აეროპორტში კი 18 რეისი გადაიდო ან გაუქმდა.
უსტ-ლუგის პორტი ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ქვანახშირის, თხევადი ბუნებრივი აირისა და სხვა ტვირთების გადაზიდვას ემსახურება. ის სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 100-150 კილომეტრში მდებარეობს.