ტრამპი: მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ნაციონალისტი ვარ შეერთებული შტატებისთვის და არა სხვისთვის

დონალდ ტრამპი

 მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ნაციონალისტი ვარ შეერთებული შტატებისთვის და არა სხვისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე - კრიტიკა, რომელიც მოგისმენიათ, არის ის, რომ პუტინთან უფრო მეტი საერთო გაქვთ, ვიდრე გლობალისტ ლიდერებთან. თქვენ ორივე ნაციონალისტები ხართ - დონალდ ტრამპმა უპასუხა:

მე ვარ ნაციონალისტი, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა სხვისთვის. და ეს საინტერესოა, რადგან რუსეთის მიმართ ჩემზე ხისტი არავინ ყოფილა. [...] ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან, სი ძინპინთან, კიმ ჩენ ინთან. საუბარია კარგ ურთიერთობაზე და ეს დადებითია. ეს არ არის უარყოფითი, მაგრამ ამავდროულად, მე ჩვენი ქვეყნისთვის ვზრუნავ.