ცნობილია, თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
1737716193
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჭკვიანი ბიჭია.
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუს დროს ტრამპმა გაიხსენა, რომ კიმ ჩენ ინთან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს კარგი ურთიერთობები ჰქონდა.
„მე მას მოვწონდი, და მე მასთან საერთო ენას ვპოულობდი“, - აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ის კვლავ დაუკავშირდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა. „მე მას კვლავ დავუკავშირდები“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კიმ ჩენ ინი რელიგიური ფანატიკოსი არ არის.
ცნობისთვის, ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კიმ ჩენ ინს სამჯერ შეხვდა.