უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალები აშშ-მაც უნდა გამოყოს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, სამშვიდობო ძალები ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც უნდა გამოყოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუს დროს.

სააგენტოს ცნობით, ამ მოსაზრებას კიევის ევროპელი პარტნიორებიც ეთანხმებიან და ცდილობენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც დაითანხმონ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპაში აცხადებენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლოა, ამ იდეას შეუერთდეს, თუმცა ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შემადგენლობის სამშვიდობოები განლაგდებიან უკრაინაში, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.