„მზად იყავით დაუვიწყარი მომენტებისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს შაბათ-კვირას სიურპრიზი ელოდება
1773338939
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის საფეხბურთო ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა მათი აშშ-ში ჩასვლის მიზანშეწონილობა და გამოხატა შეშფოთება მოთამაშეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„მივესალმებით ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ნამდვილად არ მიმაჩნია მართებულად მათი იქ ყოფნა, მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების გამო“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ირანის სპორტის მინისტრმა, აჰმად დონიამალიმ სახელმწიფო მედიის საშუალებით საჯაროდ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში. მან ტურნირიდან გამოსვლის მიზეზებად ირანის ლიდერის მკვლელობა და აშშ-ის სამხედრო ქმედებები დაასახელა.