კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი - ანტონიუ გუტერეში

ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ირანის ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული „მასიური სამხედრო დარტყმები“, ასევე ირანის შემდგომი თავდასხმები სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რეგიონსა და მსოფლიოს სასოწარკვეთილად სჭირდებათ შეჩერება. დეესკალაცია და დიალოგი ერთადერთი გამოსავალია. მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, დაიცვან საერთაშორისო სამართალი, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას“,- განაცხადა გუტერეშმა.