„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ჩემი დიდი გეგმები? მინდა, რომ გადავრჩე. რიტორიკა, რომელსაც ეს გიჟი დემოკრატები იყენებენ, ძალიან საშიშია, მათ პოლიტიკა ძალიან საშიში გახადეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა One America News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამგვარად, ტრამპმა უპასუხა კითხვას – აქვს თუ არა მას რაიმე დიდი გეგმები 2026 წელს საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.
„დიდი გეგმები? მინდა, გადავრჩე. ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი გეგმაა. შეხედეთ, რა ხდება. ეს სიგიჟეა. იცით, რიტორიკა, რომელსაც ეს გიჟები, დემოკრატები იყენებენ, ძალიან საშიშია. მათ პოლიტიკა ძალიან საშიში გახადეს. ის, რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან საშიშია. ეს ძალიან ცუდია და ალბათ, ამ ქვეყანაში ასეთი ინტენსივობით დიდი ხანია არ ყოფილა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა მთავრობის „შათდაუნზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ თავრობის დახურვა თუ გაგრძელდება, შესაძლოა, ფედერალური თანამშრომლები გაათავისუფლონ და პროექტები შემცირდეს.
„შესაძლოა, გათავისუფლებები მოხდეს და ეს მათი ბრალია. ასევე შეგვიძლია, შევამციროთ პროექტები, მათი საყვარელი პროექტები და ისინი სამუდამოდ გაუქმდება. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ტრამპს სურდა ეს, რომ მე მინდოდა დახურვა. მე არ მინდოდა“, – განაცხადა ტრამპმა.