The Wall Street Journal: პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღებას ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართებს

პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ახლო აღმოსავლეთში გადასროლის საკითხს განიხილავს, რადგან ირანში ომი ამერიკული ჯარის ჭურვების მნიშვნელოვან მარაგებს ანულებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუბარია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, რომელიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა ამერიკას PURL-ის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის გადასაცემად შეუკვეთეს.

პენტაგონის წარმომადგენელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი გააკეთებს ყველაფერს, რათა „ამერიკული ჯარი და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ჯარები უზრუნველყოს ყველაფრით, რაც საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად და გამარჯვებისთვის არის საჭირო“.

უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოლგა სტეფანიშინა ამბობს, რომ კიევი პარტნიორებს აცნობებს საკუთარი მოთხოვნების შესახებ, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კუთხით. მისი თქმით, უკრაინული მხარე გაგებით ეკიდება „გაურკვევლობის პერიოდს“.