დასტურდება, რომ მაკარონის ჭამა არ ასუქებს - კვლევა
1773174109
გამოცემა The Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ახალი გატაცება აქვს. ის თავისი კაბინეტის მამაკაცებისთვის 145 დოლარად ფეხსაცმელს ყიდულობს და შემდეგ მათ ურიგებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპისგან ფეხსაცმელი საჩუქრად უკვე მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა და ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა.
„ის ყველა ბიჭს აქვს“, - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. „ეს ძალიან სასაცილოა, რადგან მათ ეშინიათ უარი თქვან ტარებაზე“.
The Times-ის ცნობით, ტრამპს მთავრობის წევრებთან შეხვედრის დაწყება უყვარს კითხვით, თუ რა აზრის არიან ისინი ფეხსაცმელზე. გამოცემის მტკიცებით, ჟურნალისტებმა იანვარში მარკო რუბიოს ფეხსაცმელს გადაუღეს სურათი და აღმოაჩინეს, რომ ფეხსაცმელი ძალიან დიდია.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ტრამპის საჩუქარია. თეთრი სახლის ლიდერმა რუბიოს ფეხის ზომა ვერ გამოიცნო, რის გამოც ფეხსაცმელი დიდი მოუვიდა, თუმცა სახელმწიფო მდივანი მას მაინც ატარებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დეკემბერში ტრამპთან ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა.
„პრეზიდენტმა ხელი ასწია და იკითხა: არა, არა, არა, ერთი წუთით მოითმინეთ. რაღაცა მნიშვნელოვანია გადასაწყვეტი. ფეხსაცმელი“, - იხსენებს ვენსი. „ის მაგიდის ქვეშ იხედება და ამბობს: „მარკო, ჯეი დი, საშინელი ფეხსაცმელი გაქვთ. უკეთესი ფეხსაცმელი უნდა შევიძინოთ“.
ვენსის განცხადებით, ამ სიტყვების შემდეგ ტრამპი მიდის, იღებს კატალოგს. ოთახში კიდევ ერთი პოლიტიკოსი იმყოფება. ტრამპი მიდის და ოთხ წყვილს ფეხსაცმელს აძლევს ყველას.
ტრამპმა ყველას ფეხის ზომა ჰკითხა. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ძალიან პატარა ფეხის ზომა დაასახელა. ტრამპი სავარძელს მიეყრდნო და თქვა: „ფეხსაცმლის ფეხის ზომა ადამიანზე ბევრ რამეს ამბობს“.