პენსია გაიზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
1732688359
თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების უზრუნველყოფაზე, - განაცხადა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ბრაიან ლანზამ „ბიბისისთან“.
„თუ ზელენსკი იტყვის, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი მისთვის - ყირიმი აღარ არის. თუ თქვენი პრიორიტეტია ყირიმის დაბრუნება და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენს თავს თავად მიხედეთ“, - აღნიშნა ლანზამ.
მოგვიანებით კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის გარდამავალმა ოფისმა. არჩეული პრეზიდენტის გუნდში განაცხადეს, რომ ლანზა ტრამპის სახელით არ საუბრობდა.