თელ ავივში, სასტუმროსთან, რომელშიც ენტონი ბლინკენი იმყოფება, საპროტესტო აქცია გამართეს

აქცია თელავივში

ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა თელ ავივში, სასტუმროსთან, რომელშიც ენტონი ბლინკენი იმყოფება, საპროტესტო აქცია გამართეს, – ამის შესახებ CNN წერს.

მომიტინგეები მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ, სასტუმროს მიმდებარედ გზა გადაკეტეს და წაიკითხეს ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების სახელები და გვარები.

აშშ-სა და ისრაელის დროშებით ხელში, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „ისინი ცოცხლები გვჭირდება“ და აჩვენებდნენ ბანერებს წარწერებით „ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება ახლა“, „შეაჩერეთ ომი“ და „მძევლების გათავისუფლება დღესვე“.

ბლინკენმა ისრაელში ვიზიტისას შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ბლინკენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, გამოიყენოს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა და იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე.