+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
აშშ-ის ტეხასის შტატში წითელას გავრცელების გამო ორი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შტატში წითელას კიდევ ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციონისტების ცნობით, ერთ-ერთი ბავშვი 6 აპრილს გარდაიცვალა. ის სკოლის მოსწავლე იყო. მას ინფექციური დაავადება გაურთულდა. ამასთან, ბავშვს არ ჰქონია რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება და არ ყოფილა აცრილი.
წითელას ეპიდაფეთქება ტეხასის შტატში იანვრის ბოლოს დაფიქსირდა. თებერვალში კი წითელათი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს იყო პირველი მსგავსი შემთხვევა აშშ-ში ბოლო ათი წლის განმავლობაში.
როგორც Associated Press-ი იუწყება, ეპიდემიის ეპიცენტრში აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი, რობერტ კენედი უმცროსი ჩავიდა.