თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია

თეირანის ქუჩებში ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობს. მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

მედიის ცნობით, მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა ხიდზე ჩამოკიდებულ ბილბორდს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია გამოსახული ქვებს ესროლეს.

„ამერიკის შეერთებუულმა შტატებმა ჩვენი მამა მოკლა. არ გაგიშვებთ!“, – წერია ბილბორდზე, რომელზეც ტრამპი თავში დამიზნებული ტყვიით არის გამოსახული.

ამასთან, მსვლელობაში მონაწილე დემონსტრანტებმა აშშ-ის და ბრიტანეთის დროშებს ცეცხლი წაუკიდეს. აქტივისტების ნაწილს ხელში ბანერები წარწერით „მოკალი ტრამპი“ ეკავათ.

შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია პირველ მარტს დაადასტურა. აიათოლა ალი ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.