ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
"იგივე დრონები, რომლებიც თავს ესხმიან კიევს, ახლა ჩვენს პარტნიორებსაც უტევენ ახლო აღმოსავლეთში.
შევისწავლით გზებს, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი დრონების გაუვნებელყობისთვის საჭირო სისტემების წარმოებას" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების, ასევე ირანის საპასუხო დარტყმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
"თეირანი ახლა ცდილობს ომის ექსპორტი რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში მოახდინოს.
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ჩვენი პარტნიორები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან იმსჯელებენ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად ძალადობის ამ ციკლის გასარღვევად.
იგივე დრონები, რომლებიც თავს ესხმიან კიევს, ახლა ჩვენს პარტნიორებსაც უტევენ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ შევისწავლით გზებს, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი დრონების გადამჭერი სისტემების წარმოებას", - აღნიშნა კალასმა.