ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. თითოეულმა მხარემ 200 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყვეთა გაცვლის პროცესი არაბეთის გაერთიანებული საამიროების და აშშ-ის შუამავლობით მოხდა.
როგორც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, ჟენევაში მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, 5-6 მარტს 500-500 ტყვეს გათავისუფლება იგეგმება.
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლა ბოლოს 5 თებერვალს მოხდა. მაშინ თითოეულმა მხარემ 157 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა. ასევე უკრაინამ რუსეთს კურსკის ოლქის სამი მკვიდრი გადასცა.