საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამერიკაში მძვინვარე ქარიშხლების „ჰელენისა“ და „მილტონის“ გამო დაზარალებულების დასახმარებლად 5 მილიონი დოლარი გადარიცხა.
მომღერალმა თანხა ორგანიზაციაში „ვაჭმევთ ამერიკას“ ჩარიცხა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის დირექტორმა გამოაქვეყნა და სვიფტს დონაციისთვის მადლობა გადაუხადა.
მომღერალმა მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობა წარსულშიც მიიღო - 2023 წლის დეკემბერში მან ტენესიში ქარიშხლით დაზარალებულების დასახმარებლად $1 მილიონი გადარიცხა.
ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის გამო შტატში 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.