ტატუს გაკეთება და საახალწლო მილოცვა - დამკრძალავი კომპანიის „კრეატიული“ შეთავაზება

სარიტუალო

ომსკის სარიტუალო კომპანია „მემკვიდრეობა“ მომხმარებლებს სთავაზობთ ახალ სერვისს - „მიულოცოთ თქვენს გარდაცვლილ ნათესავებს ახალი წელი გვირგვინით“.
„მნიშვნელოვანია მივულოცოთ არა მხოლოდ მათ, ვინც გვერდით გვყავს, არამედ მათაც, ვინც დიდი ხანია არ ყოფილა ჩვენთან. ვიღებთ შეკვეთებს საახალწლო გვირგვინებზე“. - ავცელებს განცხადებას კომპანია. 
„მემკვიდრეობა“ ცნობილია თავისი არასტანდარტული აქციებით.

მანამდე კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა მიცვალებულის ფერფლით ტატუს გაკეთება. ომსკის მცხოვრებლები უარყოფითად გამოეხმაურნენ მსგავს იდეას. 

და კიდევ უფრო ადრე - სარიტუალო კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა მიცვალებულის ფერფლით ფეიერვერკების გაშვება“.- წერს ადგილობრივი მედია