პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ LinkedIn-ის მეშვეობით ერთ-ერთმა ამერიკელმა აღმასრულებელმა დირექტორმა თავისი გამოცდილებების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში საუბარია იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ამცნო. კომპანია HyperSocial-ის დირექტორის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მთელი დღის განმავლობაში ის ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა.
„ეს ყველაზე უმწეო პოსტია იმათ შორის, რაც აქამდე გამომიქვეყნებია. დიდი ხანი ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ამის შესახებ. ჩემს კომპანიას რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნა მოუწია. ასევე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი ადამიანის გათავისუფლების შესახებ გავიგე LinkedIn-ის მეშვეობით. ეს ყველაფერი ეკონომიკით ან სხვა მიზეზით არის გამოწვეული. ეს ჩვენი ბრალია? არა, ჩემი ბრალია“, — დაწერა კომპანიის დირექტორმა LinkedIn-ზე და თან აცრემლებული ფოტოც დაურთო.
აცრემლებულმა ფოტომ ინტერნეტში დიდი დებატები გამოიწვია და ათასობით ადამიანმა აზრი კომენტარებში დააფიქსირა. როგორც ჩანს, ატირებული სელფის მიუხედავად, ინტერნეტის მომხმარებლების გულის მოლბობა რთული აღმოჩნდა. LinkedIn-ის მომხმარებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ ამ პოსტით დირექტორს ყურადღების მიქცევა სურდა და გულწრფელ ბოდიშს სულაც არ იხდიდა. მათი აზრით, აცრემლებული ფოტოთი აღმასრულებელმა დირექტორმა მომხმარებელთა ყურადღება გათავისუფლებული ადამიანებიდან თავის თავზე გადაიტანა.
„ბევრ თანამშრომელთან ერთად ახლახან გამათავისუფლეს სამსახურიდან. ჩემს დირექტორს რომ ასეთი ფოტო გამოეგზავნა, შოკში ჩავვარდებოდი. ნუთუ შენ ტირი? მე ვტირი და ჩვენ ვტირით, შენ კი ჯერ კიდევ გაქვს სამსახური. წარმოიდგინე რა მოხდებოდა, ყველა გათავისუფლებულ ადამიანს ჩვენი აცრემლებული ფოტოები რომ დაგვეპოსტა“, — ვკითხულობთ ერთ-ერთ კომენტარში.
მართალია, ფოტოს კომენტარებში ზოგმა დირექტორს მხარი დაუჭირა, თუმცა უარყოფითი შეფასებები მაინც უფრო მეტი იყო. HyperSocial-ის დირექტორის თქმით, ასეთ გამოხმაურებას არ ელოდა, თუმცა უარყოფითი კომენტარების ავტორების გაგებაც შეუძლია. მისი თქმით, პოსტის მიზანი იყო, რომ აღმასრულებელი დირექტორებისა და სხვა მსგავს პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების დაძაბული სამუშაოსა და პრობლემების შესახებ აზრი ღიად დაეფიქსირებინა.
წყარო: on.ge