ჩამოერთვას კირილეს მოსკოვის საპატრიარქო ტახტის დაკავების უფლება - უკრაინის სინოდი

კირილე

უკრაინის ეკლესიის სინოდი მსოფლიო პატრიარქს მიმართავს მოთხოვნით - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ჩამოერთვას მოსკოვის საპატრიარქო ტახტის დაკავების უფლება. უკრაინის სინდომა წერილი 27 ივლისს დაამტკიცა.

“ჩვენი ეკლესიის ეპისკოპოსებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მრავალი მსხვერპლის სახელით, რომელსაც მოსკოვის პატრიარქი ღიად და ცალსახად საჯაროდ ამტკიცებს და მხარს უჭერს, მივმართავთ თქვენს უწმინდესობასა და ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღვრებს თხოვნით:

  • დაგმეთ “რუსული სამყაროს” დოქტრინა და აღიარეთ იგი როგორც ერეტიკული;
  • ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე პატრიარქ კირილეს ქმედებებს მიეცეს სქიზმატიკურის კვალიფიკაცია;
  • კირილეს მოსკოვის საპატრიარქო ტახტის დაკავების უფლება ჩამოერთვას.

სინოდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კირილეს ისტორიული კონცეფციის თანახმად, რუსები, უკრაინელები და ბელორუსები, სავარაუდოდ, “რუსეთის სამყაროს” საერთო ცივილიზაციას მიეკუთვნებიან და არ აქვთ შემდგომი ისტორიული თვითგამორკვევის უფლება.

წერილში აღნიშნულია, რომ ეს რასისტული კონცეფციაა, რომელიც ყოფს ხალხებსა და სახელმწიფოებს “რეალურ” და “ხელოვნურ” ნაწილებად, ცდილობს უკრაინელების ავტოკეფალიის უარყოფას.