გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
ტაივანის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას ტაიფუნი „უსაგის“ მოახლოების შესახებ აფრთხილებს, - წერს China Daily.
სპეციალისტების თქმით, 15 ნოემბრიდან განსაკუთრებით ფრთხილად ჰუალიენის, ტაიტუნგის, ჰენგჩუნის და პინგტუნგის რაიონების მოსახლეობა უნდა იყოს.
ტაიფუნის მაქსიმალური სიჩქარე საათში 155 კილომეტრს აღწევს.
ტაივანის მეტეოროლოგიური სააგენტო აკვირდება ტაიფუნის არაპროგნოზირებად მარშრუტს და მონაცემების განახლებამდე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მრავალი საბორნე, საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა ტაივანში შეჩერებულია.