სარფთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თურქეთში, კერძოდ რიზეში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. გეოლოგის ცნობით, მიწისძვრა სარფიდან 53 კილომეტრში დაფიქსირდა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ბათუმში. 

მანამდე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4.9 სიმძლავრის მიწისძვრა მალათიის პროვინციის დოგანშეჰირის რაიონში მოხდა.