მივარდნებმა, ძალადობის პოლიტიკამ, ბულინგის ძალიან აქტიურმა კამპანიამ, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც ოპოზიციამ არჩევნებზე დადო - მაია ბითაძე ცესკოს თავმჯდომარის სახლთან გამართულ აქციაზე

მაია ბითაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართულ რადიკალების აქციას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციის შედეგები არჩევნებზე, არის პასუხი მათ ქმედებებზე.

„მივარდნებმა, ძალადობის პოლიტიკამ, ბულინგის ძალიან აქტიურმა კამპანიამ, სადაც არც ბავშვებს და არც ჯახის წევრებს არ ინდობდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირისა თუ პოლიტიკოსისა, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც ოპოზიციამ არჩევნებზე დადო.

იმ მოცემულობაში, სადაც მათ ლანძღეს ყველა პოლიტიკოსი, ყველა სპორტსმენი, ყველა წარმატებული ადამიანი, რომელიც მათ რადიკალურ, ფაშისტურ მიდგომებს არ იზიარებდა, მოგვიტანა ჩვენ ეს შედეგი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტო გამარჯვება გვანახა არჩევნებზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.