სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში 5 სართულიანი შენობის ჩამონგრევისას

ინდოეთი

 სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა ინდოეთში 5 სართულიანი შენობის ჩამონგრევისას. ტრაგიკული შემთხვევა ქვეყნის დასავლეთში ქალაქ სურათში მოხდა.

საგანგებო სამსახურების ცნობით ნანგრევებში ხალხია მოყოლილი, რის გამოც გამორიცხული არ არის მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. მიმდინარეობს გამოძიება.