სტრიპტიზკლუბში კლიენტები სავარაუდოდ სასმლით მოწამლეს და ანგარიშებიდან უზარმაზარი თანხები ჩამოაჭრეს - ობიექტს დახურვა ემუქრება

კლუბი

მამაკაცმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან 98 000 ფუნტი გაქრა მას შემდეგ, რაც ლონდონის სტრიპტიზკლუბში „მის სასმელში რაღაც ჩაყარეს“. კლუბი ახლა დახურვის წინაშე დგას, რადგან  ათმა მსხვერპლმა დაკარგა 250 000 ფუნტი.
ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან 98,000 ფუნტი იყო დაკარგული, ერთ-ერთია ლონდონის სტრიპტიზკლუბში, სავარაუდო 10 მსხვერპლიდან. 

ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ სტრიპტიზკლუბში წასვლის შემდეგ ბორდელში გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიშებიდან 98 000 ფუნტი იყო გადარიცხული.
კაცმა თქვა, რომ გაიღვიძა სახლთან ახლოს ქუჩაში მას შემდეგ, რაც გასული წლის 26 ნოემბერს სტრიპტიზკლუბში სტუმრობისას გონება დაკარგა.
ათამდე ადამიანმა, რომლებიც, სავარაუდოდ, სვამდნენ სასმელს ბარში - Vanity, კარლაილის ქუჩაზე, სოჰოში, სულ დაკარგეს 250,000 ფუნტი.

მამაკაცმა, რომელიც ნოემბერში ეწვია Vanity-ს, იყიდა სასმელი, მაგრამ ვერაფერი ახსოვდა, სანამ მეორე დღეს არ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ 19 000 ფუნტზე მეტი გადარიცხა რამდენიმე უცნობ საბანკო ანგარიშზე.

ვესტმინსტერის სალიცენზიო საბჭოს სხდომამ უნდა დაასრულოს კლუბის სრული მიმოხილვა ინციდენტების შემდეგ.

სავარაუდო ინციდენტების გათვალისწინებით, პოლიციამ მოითხოვა ლიცენზიის შეჩერება და ვესტმინსტერის საქალაქო საბჭომ უნდა ჩაატაროს გამოძიება.