,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 იანვარს 15:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტებს ნორიოში, "გრუზულა ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში.

9 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, არანისი, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა, ქერიაანთკარი, ნოჯიკეთი, ლაფანაანთკარი, კოშკასყელი, ლაშარის ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ალმასიანი,ოქროყანა, უხათი, ზემოოქროყანა, გიმარა, ყანობში, კობში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.