„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 სექტემბერს 10:20-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქუმლისციხე, ქვეშეთი, სეთურნი, გომეწარი, მაღაროსკარი.

12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, გუდრუხი, ხილიანა და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ქალაქ მცხეთაში - სამხედროს, გოგებაშვილის, გურამიშვილის, სააკაძის, აღმაშენებლის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბიწმენდი, ნავდარაანთკარი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი.

16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ახალსოფელი, არაშენდა, წილკანი, ახალუბანი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში კულა გლდანელის, სააკაძის ქუჩებზე, ნასერალის ქედის ტერიტორიაზე.

11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჭელიძის, ფატმანის, ცამეტი ასურელი მამის, დოლიძის, ჯანიაშვილის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ნაფეტვრები, ლისი, მსხალდიდი, მუხათწყარო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.