„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრას „დამაჯერებელი“ უწოდა და ხუთი ტერიტორია ახსენა.
როგორც „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში უიტკოფმა თქვა, რუსეთის პრეზიდენტთან ხუთსაათიანი მოლაპარაკებების დროს მან განიხილა ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია, დაასრულოს ომი უკრაინაში და შესაძლოა, შექმნას ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის.
მისივე თქმით, პუტინმა მას მიმართვა თხოვნით, უზრუნველყოს „მუდმივი მშვიდობა“ და ამის განხილვას დასჭირდა გარკვეული დრო.
უიტკოფის განცხადებით, შეთანხმების გასაღები უკავშირდება ე.წ. ხუთ ტერიტორიას.
„ეს სამშვიდობო შეთანხმება ეხება ე.წ. ხუთ ტერიტორიას, მაგრამ ეს უფრო მეტიც არის. ესაა უსაფრთხოების პროტოკოლები, ესაა – არა ნატო, ნატო-ს მეხუთე მუხლი, არის ძალიან ბევრი დეტალი“, – განაცხადა ტრამპის სპეცწარმომადგენელმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა უახლოეს ხანში გახდეს შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოსთვის.
მან ასევე დაამატა, რომ ხედავს „რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ცვლილებების შესაძლებლობას ზოგიერთი მიმზიდველი კომერციული შესაძლებლობის დახმარებით, რაც რეგიონში რეალურ სტაბილურობას იძლევა“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ვლადიმერ პუტინს 11 აპრილს სანკტ-პეტერბურგში შეხვდა.