რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ბეით ლაჰიეს ასობით მცხოვრები „ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ამის შესახებ times of Israel-ი იუწყება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს აქციის მონაწილეები, რომელთაც უკავიათ ბანერები წარწერით: „შეწყვიტეთ აგრესია“, „გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფლად“.
მომიტინგეები ასევე სკანდირებენ: „არა ტერორს, კი მშვიდობას“.
ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებამდე ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იშვიათად იმართებოდა. როგორც times of Israel-ი წერს, მსგავსი აქციების შემთხვევაში „ჰამასი“ ძალადობრივად ცდილობდა აქციების ჩახშობას.