„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
რუსეთს შიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ქალაქი დნეპრი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ორივე დაღუპული ქალბატონია. დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, აქედან ხუთს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ლისაკის ცნობით, დაზიანდა ქალაქში განლაგებული რამდენიმე შენობა. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა მალევე შეძლეს.
დნეპრის მერი, ბორის ფილატოვი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ოკუპანტების სამიზნე ქალაქის მერიის შენობა იყო, თუმცა მათ მისი დაბომბვა ვერ შეძლეს.