სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი

სროლა აშშ-ის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში - არის მსხვერპლი

აშშ-ში, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონის საავადმყოფოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთ დაიჭრა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი საავადმყოფოში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო. ინციდენტის დროს საავადმყოფომ მუშაობა შეაჩერა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის დაკავება შეძლეს. ბრალდებული 23 წლის მამაკაცია. ის ფილადელფიაში დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დაკავებული მამაკაცი საავადმყოფოში დროებით დასაქმებული იყო.

რა გახდა სროლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.