1728846029
სროლა არგენტინაში - მოკლულია 19 წლის ფეხბურთელი
არგენტინის ქალაქ როსარიოში მომხდარი სროლის შედეგად 19 წლის ფეხბურთელი, ლაუტარო რონჩი გარდაიცვალა.
Marca-ს არგენტინული ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ლაუტარო რონჩის და მის ორ მეგობარს ცეცხლი აიაკუჩოს ქუჩაზე გაუხსნა. სროლის შედეგად როჩიმ თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, დაღუპულია მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც ჭრილობები ფეხისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მისი მესამე მეგობარი კი ფეხის არეში დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, თუმცა თავდასხმის დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ლაუტარო რონჩი საფეხბურთო კლუბ რასინგის აღზრდილი იყო და ის ამავე კლუბის ახალგაზრდულ გუნდში, არგენტინის ჩემპიონატის მე-4 დივიზიონში თამაშობდა.
გასულ სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა მეხუთე დივიზიონში 12 გოლი გაიტანა და თავის გუნდს დაწინაურებაში დაეხმარა.