პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გერმანელი სუპერმოდელი და მსახიობი, ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Vogue იტყობინება.
ცნობილი მოდელი, რომელიც „დიდი ექვსეულის“ სუპერმოდელს შორის იყო ლინდა ევანჯელისტასთან, ნაომი კემპბელთან, კრისტი ტურლინგტონთან, სინდი კროუფორდთან და ქეით მოსთან ერთად, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
„ტატიანა ყოველთვის იყო შიკის ევროპული სიმბოლო, როგორც რომი შნაიდერი და მონიკა ვიტი. ის ნაკლებად ცნობილი იყო, ვიდრე მისი თანატოლები - უფრო იდუმალი, უფრო მოწიფული, უფრო მიუწვდომელი - და ამას თავისი მიმზიდველობა ჰქონდა“, - იხსენებს მოდელს ანა ვინტური, ჟურნალ Vogue-ის ამერიკული ვერსიის მთავარი რედაქტორი.
ცნობილია, რომ 1985 წელს პატიცი მოხვდა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე, ააშენა წარმატებული სამოდელო კარიერა, 2000-იან წლებში განაგრძო თანამშრომლობა ბრენდებთან Jean Paul Gaultier და Chanel-თან. გარდა ამისა, მან ითამაშა ოთხ ფილმსა და სერიალში.
„მე არასოდეს გამიყიდია ჩემი სული”, - თქვა პატიცმა 2020 წლის ინტერვიუში.
ის დაიბადა ჰამბურგში, ესტონელი დედისა და გერმანელი მამის ოჯახში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სკანერში, იდილიური ზღვისპირა ქალაქში სამხრეთ შვედეთში, როდესაც ის ძალიან ახალგაზრდა იყო. 1983 წელს, მოდელების კონკურსში შვედეთში მესამე ადგილი დაიკავა. პრიზი იყო მოგზაურობა პარიზში და ვადიანი კონტრაქტი. მაგრამ, როგორც Vogue-მა 1988 წელს დაწერა, „ვარსკვლავი ერთ ღამეში არ დაბადებულა. ტატიანამ სამსახური ვერ იპოვა ერთი წლის განმავლობაში.
სცენაზე შემოდის პიტერ ლინდბერგი, პატიცის კარიერის ჯადოსნური ნათლია. ცნობილი თავისი არარეტუშირებული სურათებით და „ბუნებრივი“ სილამაზისადმი უპირატესობითგე. რმანელმა ფოტოგრაფმა გადაიღო პატიცი ცნობილი სურათისთვის „თეთრი პერანგი: ექვსი სუპერმოდელი, მალიბუ“ 1988 წელს, შემდეგ კი ისევ ბრიტანული Vogue სუპერმოდელებისთვის 1990 წლის იანვარში.
როგორც მან უთხრა Vogue-ს 1988 წელს, „ხალხი ყოველთვის ამბობდა, რომ მე გამოვიყურები განსაკუთრებულად; რომ არავის ვგავარ“.
ტატიანა პატიცს ხანგრძლივი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა ლინდბერგთან, ჰერბ რიცთან და პატრიკ დემარშელიესთან.