სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 17:00 საათისთვის 48.92% შეადგინა

არჩევნები სომხეთში

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათის მონაცემებით, 1 224 957 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო რაოდენობის 48.92%-ს შეადგენს - ამის შესახებ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, ჟირაირ კარაპეტიანმა განაცხადა.

სომხეთის ამომრჩეველთა ერთიან რეესტრში სულ 2 503 976 ადამიანია. აღსანიშნავია, რომ წინა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 17:00 საათისთვის აქტივობა 38.17%-ს შეადგენდა (ხმა მისცა 989 972 ამომრჩეველმა).

მაშინ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა საერთო რაოდენობა 2 593 572 ადამიანს შეადგენდა.