„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
სომეხი ოპოზიციონერი, მოძრაობა „ჩვენებურად“ ლიდერი და კომპანია „ტაშირის“ მფლობელი სამველ კარაპეტიანი იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა შინაპატიმრობაში დარჩება.
როგორც სომხური მედია წერს, კარაპეტიანს სახლთან მხარდამჭერები დახვდნენ.
ცნობისთვის, კარაპეტიანს ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით დამხობისკენ საჯარო მოწოდებები.
საუბარია ინტერვიუზე, რომელშიც კარაპეტიანმა სომხეთის მთავრობა ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას „თავისებურად“ დაიცავს.