სლოვენიაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

სლოვენია

სლოვენიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, აფეთქება ხუთშაბათს ქალაქ კოცევჯეში მელანინის ქარხანაში მოხდა, სადაც აწარმოებენ ქიმიკატებს, რომლებიც გამოიყენება საღებავების, რეზინის წარმოებასა და სხვა ინდუსტრიაში.

პოლიციამ აფეთქების შემდეგ დაკარგული ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვა. მეექვსე ადამიანი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ხუთი პირი, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

მეხანძრე-მაშველებმა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი ჩააქრეს, ჯარმა კი მიმდებარე ტერიტორია გაწმინდა. 

გამოძიება უკვე დაწყებულია. ქარხნის მენეჯერმა განაცხადა, რომ შემთხვევა ადამიანის შეცდომამ გამოიწვია.