23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება - სკოტ ბესენტი
1790023672
ამერიკის რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა პროექტი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის 40 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყო.
სენატორი მოითხოვს, გაკონტროლდეს უკრაინისთვის გადაცემული ფული და იარაღი, რათა ის არ მოიპარონ.
„თქვენ არ უნდა გადააგდოთ 40 მილიარდი დოლარი ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე. ამისთვის გვყავს სპეციალური გენერალური ინსპექტორი... ჩვენ ეს გავაკეთეთ ავღანეთში - ამან არ შეაჩერა ყველა ქურდი - კონტროლი ყოველ შემთხვევაში აიძულებს ქურდებს, ორჯერ დაფიქრდნენ ფულის მოპარვამდე“, - თქვა პოლმა.
დახმარების გამოყოფის საკითხის განხილვა მომავალ კვირამდე გადაიდო.