Sky News: ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ჩავიდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ნეთანიაჰუ იქნება უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი, ვისთანაც ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მოლაპარაკებებს გამართავს, აღნიშნავს ბრიტანული ტელეარხი.

როგორც Sky News-ი იუწყება, ნეთანიაჰუსა და ტრამპის მოლაპარაკებები იმ დრო იმართება, როცა აშშ-ისა და არაბული ქვეყნების მედიატორებმა ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ახალ ეტაპზე მუშაობა დაიწყეს, რამაც ღაზის სექტორში ომი შეწყვეტას და ტყვეების გათავისუფლებას უნდა შეუწყოს ხელი.

ნეთანიაჰუს ვაშინგტონში გამგზავრებამდე ისრაელის მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის და ტრამპი განიხილავენ „ჰამასზე“ გამარჯვებას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და „ირანის ტერორისტულ ღერძთან“ ბრძოლას.