1738558660
საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ოკმელაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაზე. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.